დღეს პროექტების პრეზენტაციის მე-9 დღეა. მოვისმინეთ თითოეული გამომსვლელის პრეზენტაცია.
მომხსენებლები იყვნენ:
სოფო ჩიტაძე -თემა :მარიტა-უცოდველი მშვენიერების პიროვნული ტრაგიზმი
რუსუდან ჩაჩანიძე-თემა:ტურიზმი
ირმა გერლიანი-თემა:ხარაგაულის ტყე პარკი
ნატო შათირიშვილი-თემა: ოქროს კვეთა
მერი ღამბაშიძე-თემა: ძველი ნივთების ახალი სიცოცხლე
ქეთევან ყიფიანი-თემა: ელექტრონული წიგნის შექმნა
ნინო ჩხეიძე-თემა: ძველი საზომი ერთეულები
ია ვეფხვაძე-თემა: სვირინგები
მაია ლაცაბიძე-თემა: მადლიერების დღე
და ჩემი ფატმან ღამბაშიძე-თემა: წყალი
კმაყოფილი ვარ ჩემი გამოსვლით, მინდოდა აუდიტორიისათვის მოსაბეზრებელი არ ყოფილიყო მეცნიერული ტერმინები, ამიტომ ვეცადე მათთვის გასაგებად მესაუბრა და მიმომეხილა პროექტის ძირითადი ასპექტები. წარვადგინე გეგმა და აღვწერე მისი თანამიმდევრობა შაბლონის მიხედვით. ჩემი სურვილია ჩემი გამოსვლით აუდიტორია კმაყოფილი დარჩეს.დავუწერე კომენტარები ყველა გამომსვლელს.ტრენინგმა ჩემი სურვილი მცოდნოდა უფრო მეტი ვიდრე გუშინ გაამართლა. ნაყოფიერი იყო ტრენინგის მთლიანი კურსი. მადლობა ტრენერს მანანა კვინიკაძეს თავისი პროფესიონალიზმისათვის, გულისხმიერებისა და გაწონასწორებისათვის.ისედაც ვიცოდი მისი საოცარი შრომისუნარიანობის შესახებ მაგრამ ამ ტრენინგმა მოლოდინს გადააჭარბა. ყველა მონაწილეს და ქალბატონ მანანას ვუსურვებ წარმატებებს.გადმოგვეცა სერთიფიკატები. ყველაფერი შთამბეჭდავი იყო.
კარგი და საინტერესო პროექტია
ReplyDeleteძალიან მომეწონა თქვენი პროექტი დიდი მადლობა
ReplyDelete